ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge
სისხლის სამართლის კომიტეტი

სისხლის სამართლის კომიტეტი

თავისი ამოცანების განსახორციელებლად კომიტეტი:

  • შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმების საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს სამსახურის დირექტორს;
  • სამსახურის დირექტორთან კოორდინაციით, თანამშრომლობს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციებთან და სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმირების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან;
  • სამსახურის დირექტორთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს;
  • აანალიზებს საუკეთესო პრაქტიკას, ატარებს კვლევებს და სამსახურის დირექტორისთვის წარსადგენად შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
  • კომიტეტი ხელს უწყობს სამსახურის ადვოკატების პროფესიული განათლების ამაღლებას სისხლის სამართალწარმოების პროცესში;
  • კომიტეტი თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ატარებს სხდომებს, რომლებიც მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი გაისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.
მეტის ნახვა ნაკლების ნახვა
სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი

თავისი ამოცანების განსახორციელებლად კომიტეტი:

  • შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს სამოქალაქო სამართლის საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს სამსახურის დირექტორს;
  • სამსახურის დირექტორთან კოორდინაციით, თანამშრომლობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მის ინსტიტუციებთან და საქართველოს პარლამენტთან;
  • უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართლის აქტუალური საკითხების მომზადებას მოსამართლეთა კორპუსთან განხილვის მიზნით;
  • სამსახურის დირექტორთან კოორდინაციით, თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან.
  • სამსახურის დირექტორთან კოორდინაციით, თანამშრომლობს კერძო სექტორის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნეს გაერთიანებებთან.
  • სამსახურის დირექტორთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.
  • აანალიზებს საუკეთესო პრაქტიკას, ატარებს კვლევებს და სამსახურის დირექტორისთვის წარსადგენად შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
  • კომიტეტი ხელს უწყობს სამსახურის ადვოკატების პროფესიული განათლების ამაღლებას სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში;