იურიდიული დახმარების სამსახურში შექმნილია საგანმანათლებლო საბჭო.
საგანმანათლებლო საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს სასაწავლო ცენტრის მოკლევადიანი და გრძელვადიანი საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა, გადამზადების პროგრამების ეფექტური დაგეგმვის ასევე ტრენინგ საჭიროებათა კვლევის კრიტერიუმების დადგენა, სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა, სწავლისა და გადამზადების თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.
საგანმანათლებლო საბჭოს შედგება სამსახურის თანამშრომლებისაგან და მოწვეული ექსპრტებიდან. ექსპერტების მოწვევა ხორციელდება აკადემიური წრეებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
საგანმანათლებლო საბჭოს წევრები აირჩევიან 1 წლის ვადით და საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწვისებზე.