კომიტეტის საქმიანობის მიზანია მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა, გაანალიზება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების/დასკვნების მომზადება. კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავების/რეფორმირების პროცესში და ზრუნავს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.
თითოეული კომიტიტი შედგება არაუმეტეს 7 წევრისგან, რომელთაც წელიწადში ერთხელ, ერთი წლის ვადით სამსახურის თანამშრომელთა რიგებიდან ნიშნავს სამსახურის დირექტორი.