იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე;
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია სახალხო დამცველის კვოტით.
ირაკლი გვარამაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.
ირაკლის აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, შპს „კონსალთიმის“ მთავარი იურისტი, გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტი. იგი არის არაერთი ნაშრომის, კვლევისა და სტატიის ავტორი. მას აქვს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის გამოცდილება.
ირაკლი გვარამაძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურორის, ადვოკატის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგი და კურსი.
2017 წლიდან ირაკლი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის წევრი. 2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით იგი არჩეულ იქნა სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ საბჭოს წევრად.,
იურიდიული დახმარების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე;
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია ადვოკატთა ასოციაციის კვოტით.
1992-1996 წლებში განათლება მიიღო ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში, იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით.
თეას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა როგორც იურისტად, ასევე ადვოკატად. ასევე არის ააიპ „ახალი თაობა და სამართლებრივი განათლება“-ს დამფუძნებელი.
გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
თეა არის ავტორი წიგნისა „საგადასახადო სამართალი“ და თანაავტორი წიგნის „როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა“.
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი;
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია ადვოკატთა ასოციაციის კვოტით.
2007 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „იბერია“-ს იურიდიული ფაკულტეტი.
რამაზს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის და ადვოკატის რანგში. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული გადამზადების ტრენინგი.
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია სახალხო დამცველის კვოტით.
2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოიპოვა დოქტორის ხარისხი.
სოფოს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე, ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი;
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია ადვოკატთა ასოციაციის კვოტით.
პავლე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის კლუბის“ დამფუძნებელი, წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა საბჭოებისა და კოლეგიების წევრი. 2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიის წევრი.
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი;
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია სახალხო დამცველის კვოტით.
თამარმა 2013 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, სამართლის დოქტორის ხარისხით.
მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე, ასევე იყო სამათლის სკოლის უფროსი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 2018 წლიდან დღემდე კი არის საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.
თამარი არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა თუ კვლევის ავტორი.
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი;
იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად არჩეულია იურიდიული დახმარების სამსახურის კვოტით
2000-2005 წლებში ნატო სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
მას აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც სპეციალისტსა და კონსულტანტს. 2015 წლიდან დღემდე კი არის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ადვოკატი.