ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მიზანია ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მიხედვით, “საერთო სასამართლოების კანონში” ცვლილებების ინიცირება.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დაკომპლექტებულია საქართველოს პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 15 აგვისტოს.