ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

რაჟდენ კუპრაშვილი პარლამენტის რეფორმების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მიზანია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მიხედვით, „საერთო სასამართლოების კანონში“ ცვლილებების ინიცირება.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დაკომპლექტებულია საქართველოს პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 15 აგვისტოს.