საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და თითოეული ადამიანის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას. ამ მიზნით, პირველად საქართველოში, 2022 წლის 18 ივლისს, Usaid-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით "პარალეგალები". პროექტის ფარგლებში სამსახურს საქართველოს მასშტაბით ექნება პარალელების ქსელი (არაიურისტი პირების რეესტრი), რომლის საშუალებითაც ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მათი უფლებების ასევე უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ და გაეწევა პირველად სამართლებრივი კონსულტაცია.