ბენეფიციარებისთვის სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების კომფორტული ფორმით მიწოდების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა შექმნა მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია, Las Georgia, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები პირისათვის და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია, როგორც „Android-ის, ისე iOS-ის„ მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია საშუალებას აძლევს ბენეფიციარს, სურვილის შემთხვევაში, არ გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა და დარჩეს ანონიმურად.
1 მარტიდან საკონსულტაციო აპლიკაცია უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს და მისი მეშვეობით, შესაძლებელია კონსულტაციის მიღება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია და იგი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას მოგვმართოს და მიიღოს სრულყოფილი, კვალიფიციური პასუხი მის სამართლებრივ კითხვაზე.