2023 წლის 29 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით - „კარიერა იურიდიულ პროფესიაში“.
ღონისძიება გახსნა - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა - რუსუდან ტაბატაძემ.
ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს - გიორგი ჩხეიძემ - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელიმა, იამზე ზანდარაძემ - იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს უფროსმა და ხათუნა ბოლქვაძემ - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები და სტუდენტები. შეხვედრა წარიმართა აუდიტორიის აქტიური ჩართულობით. მონაწილეების შეკითხვებს ამომაწურავი პასუხი გასცეს მომხსენებლებმა.
შეხვედრის დასასრულს პროექტ „პარალეგალის“ მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და გააცნეს დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.