2024 წლის 20 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენელი.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების გაუმჯობესება ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისათვის საქართველოში", რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით.
გაიმართა პრეზენტაცია აზიისა და აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე. "უფლებები საქართველოს" მკვლევარმა იურისტებს გაუზიარა რეკომენდაციები წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენებაზე; ასევე განიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკული საკითხები და გამოწვევები.