ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ჩატარდა შეხვედრა ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობასთან

19 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბაილეთს, სილაურს და ჯუმათს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა.

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა - იამზე მემარნიშვილმა, მარინა კიკნაძემ და ნინო გელაჭეიშვილმა აღნიშნული სოფლების მოსახლეობას გააცნეს საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. შეხვედრის შემდეგ მობილურ საკონსულტაციო ცენტრში, კონფიდენციალურობის დაცვით, ყველა დაინტერესებულ პირს გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და UNDP Georgia გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.

 

#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice #legalaid #las