2023 წლის 27 სექტემბერს, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოსწავლეებს ესაუბრა სამსახურის სერვისების შესახებ, ხოლო პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.