ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

დავით სიმონია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალუდა ღუდუშაურს შეხვდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალუდა ღუდუშაურს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები და სამსახურის გაძლიერების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.