ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

დავით სიმონია წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია და სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს დირექტორმა გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და საზოგადოებრივი ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში.

ასევე, მიმოიხილა სამსახურის წარმოებაში არსებული საინტერესო შემთხვევები და ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტზე. შეხვედრა წარიმართა სტუდეტთა აქტიური ჩართულობით.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალბატონმა ნანა შონიამ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის საამრთლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა.

მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.