2024 წლის 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით პარალეგალებისთვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - „ეფექტური კომუნიკაცია“.
ტრენინგი განხორციელდა 2 ნაკადად, იმერეთისა და აჭარის რეგიონის პარალეგალებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ვლადიმერ მკერვალიშვილი. გარდა თეორიული ნაწილისა, ტრენინგის ბოლოს პარალეგალებმა ჩაატარეს საჩვენებელი ტრენინგები, რომელსაც სამომავლოდ ადგილობრივ მოსახლეობასა და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი“ ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში“.
მადლობას ვუხდით @USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.