ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან

2024 წლის 6 თებერვალს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მარინე იოსელიანმა.

შეთანხმების მიხედვით, ორივე უწყება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის მიმართულებით მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებას და თვითრეალიზებას, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლებას, მათთვის საზოგადოებრივი ადვოკატების გამოცდილების გაზიარებას, პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას იურიდიული დახმარების სამსახურში.

სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.