ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

გაიმართა ერთობლივი შეხვედრა აჭარისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ პარალეგალებთან

2024 წლის თებერვლის თვეში გაიმართა ერთობლივი შეხვედრა აჭარისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ პარალეგალებთან.

სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ შეხვედრაზე პარალეგალებს გააცნო სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი აქტივობები. ასევე, მათ გადასცა 5-9 თებერვალს გამართულ ტრენინგში მონაწილების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

იურიდიული დახმარების სამსახურს Usaid სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით უკვე 70 მოქმედი პარალეგალი ჰყავს. ისინი უკვე გადამზადდნენ ადგილობირივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და აქტიურად ახორციელებენ შეხვედრებს. მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განხორციელდა 47 აქტივობა. აღნიშნული შეხვედრები 2024 წელსაც აქტიურად განხორციელდება.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.