ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია დაიწყო.

2024 წლის 12 თებერვლიდან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი იმოგზაურებს. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ ყველა დაინტერესებულ პირს.

12 თებერვალს მობილური საკონსულტაციო ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ნაგომარსა და ძიმითს ესტუმრა. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ცირა მდინარაძემ და ადვოკატმა მარინა კიკნაძემ კონსულტაციის დაწყებამდე ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს.

შემდეგ კი ადვოკატმა იამზე მემარნიშვილმა მობილურ საკონსულტაციო ცენტრში, კონფიდენციალურობის დაცვით, ინდივიდუალური კონსულტაციები გასწია სხვადასხვა თემაზე.

აღსანიშნავია, რომ მობილური საკონსულტაციო ცენტრი არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.

გურიის რეგიონში მობილური საკონსულტაციო ცენტრის მოგზაურობა და საინფორმაციო კამპანია მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მხარდაჭერით.

 

#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice #legalaidgeorgia #lasgeirgia