იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, არასრულწლოვნების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე ზრუნავს.
ასევე უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნერგავს და აძლიერებს ხელმოსაწვდომობას უფასო სამართლებრივ სერვისებზე.