იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა.
პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.
"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში მომზადდება სამართლებრივი დოკუმენტები. ცენტრი ეწვევა უმეტესად მაღალმთიან ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებს, სადაც იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მოშორებით მდებარეობს.