28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შევთანხმდით, რომ უნივერსიტეტში მოქმედი „იურიდიული კლინიკის" ფარგლებში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების დახმარებით.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.