იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო და საინფორმაციო კამპანია გურიაში აქტიურად მიმდინარეობს. 20 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბებს - ლაითურსა და ნარუჯას ესტუმრნენ.
ადვოკატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, სამსახურის სერვისებზე. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და იურიდიული დახმარების სამსახურის ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი".
მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა ორივე დაბის მოსახლეობამ. დამატებითი კონსულტაციის და საადვოკატო მომსახურების მიღების მსურველებმა კი ჩანიშნეს თავიანთი ვიზიტები ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ახალაშენებულ საოფისე შენობაში, ეკლესიის მიმდებარედ მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. პროექტი გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia)"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში ხორციელდება.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice#legalaid#las