ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სტუმრებთან ერთად სოფელ ხურვალეთს ეწვია

2023 წლის 2 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი საერთაშორისო სტუმრებთან ერთად სოფელ ხურვალეთს ეწვია. სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც UNDP-სა და გერმანიის ხელშეწყობით გაიხსნა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ემსახურება.

სტუმრებს შორის იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგელები მათ შორის კანონის უზენაესობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ხელმძღვანელი, ქეით ტომპსონი.

ვიზიტის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურმა მოსახლეობას წარუდგინა მობილური საკონსულტაციო ცენტრი.

მოგეხსენებათ “მობილური საკონსულტაციო ცენტრი არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. პროექტი გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში ხორციელდება.

#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice