2024 წლის 16 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და ადვოკატი თათა ზენაიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბურნათს, კოხნარსა და წიფნაგორას ესტუმრნენ.
იურისტებმა სოფლების მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, პირობებზე, სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე.
შეხვედრის შედეგ, მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლეს აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა. მათ სამართლებრივი რჩევები კონფიდენციალურობის დაცვით მიიღეს მომზადდა რამდენიმე საჭირო დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მხარდაჭერით.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice