1 დეკემბერს პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
სკოლის მოსწავლებთან ვისაუბრეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ბულინგზე. პარალეგალებმა, მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებსა და ჩვენი აპლიკაციის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა თემებთან მიმართებით.
შეგახსენებთ, რომ პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის