2 დეკემბერს, პარალეგალებთან ერთად შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში.
სკოლის მოსწავლებთან მთავარი განსახილველი თემები გახლდათ: ბავშვთა უფლებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბულინგი, ინკლუზიური განათლება და სხვადასხვა, მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხები. ასევე, პარალეგალებმა მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსხურის საერვისებსა და ჩვენი აპლიკაციის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.