ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ქუთაისსა და ბათუმში დაიწყო პარალეგალთა გადამზადების ახალი ეტაპი.

იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოძრაობას - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, პროექტი „პარალეგალი“.

27-28 ოქტომბერს ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - “ქალთა უფლებები“. ტრენინგებს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი, თამარ ონიანი და თამარ ალანია. მომხსენებლებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს: ქალთა შრომით უფლებებს, დისკრიმინაციას, ქალთა უფლებებს საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, სექსუალურ შევიწროებას საჯარო სივრცეში და მისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს.

დავით სიმონია - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: "შეგახსენებთ, პროექტ „პარალეგალის“ მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩნენ, სადაც 130-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვული. პროექტის ფარგებში უკვე 54 პარალეგალი გვყავს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ჩვენთან ერთად შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩართულნი არიან სხვადსხვა აქტივობებში, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მართლმსაჯულების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

აქვე, მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის."