ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ქუთაისში და ბათუმში პარალეგალებისთვის ტრენინგი ჩატარდა

გრძელდება პარალეგალთა გადამზადება სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

2023 წლის 1-2 დეკემბერს ქუთაისსა და ბათუმში პროექტ პარალეგალისფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - მარი მესხი. გარდა თეორიული ნაწილისა ტრენინგის ბოლოს გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც პარალეგალები თავად წარმოადგენდნენ მხარეებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.