ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ქუთაისში პარალეგალებმა გაიარეს ტრენინგი შშმ პირთა უფლებებზე

2023 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები”.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ნინო ელბაქიძე. მან პარალეგალებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საერთაშორისო სტანდარტები და დაცვის მექანიზმები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი“ ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში“.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.