30 ნოემბერს, ქედას მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გავმართეთ შეხვედრები.
სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლებთან მთავარი განსახილველი თემები გახლდათ: ბავშვთა უფლებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბულინგი და სხვადასხვა, მათთვის საინტერესო საკითხი. ასევე, პარალეგალებმა მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსახურის საერვისებსა და ჩვენი აპლიკაციის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.
შეგახსენებთ, რომ პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.