მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა სოფელ ზვარეს ადგილობრივ მოსახლეობას. დირექტორმა ისაუბრა უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ.
პარალეგალებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა: ქალთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება და ბავშვის უფელებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. პარალეგალებთან ერთად ამომწურავი პასუხები გავეცით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ სამართლებრივ შეკითხვებს.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისათვის.