ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

სამსახურის დირექტორი დავით სიმონია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაპილნარის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს შეხვდა

11 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური შეხვდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაპილნარის სკოლის მასწავლებელს ნურიე ქაზუმოვს და მეოთხე კლასის მოსწავლე იაღმურ ჩოიდაროვას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა და უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა იურიდიული დახმარების სამსახურისათვის პრიორიტეტია. დავით სიმონიამ მასწავლებელსა და მოსწავლეს დეტალურად გამოჰკითხა მათი სამართლებრივი საჭიროებების შესახებ და ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ნაპილნარი მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და სკოლაში მხოლოდ ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლეა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, სოფლის მოსახლეობა ძირითადად ცხენით გადაადგილდება.

იურიდიული დახმარების სამსახურის უახლესი სერვისის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თავად იურისტებმა ადგილზე მიაკითხონ ბენეფიციარებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.