ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მესტიის მოსახლეობას წარუდგინა პროექტი "პარალეგალი"

2023 წლის 31 ოქტომბერს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ადგილობრივებს წარუდგინა პროექტი "პარალეგალები".

მან შეკრებილ საზოგადოებას მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და საკანონმდებლო ვალდებულებებზე, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას მოიცავს და რომლის ფარგლებშიც პროექტ "პარალეგალების " განხორციელება აჭარის რეგიონიდან დაიწყო.

ბათუმელი "პარალეგალები" ძირითადად ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათი გადამზადება და მათი პირველი ვიზიტი აჭარის რეგიონის მიღმა, ასევე USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

პარალეგალებმა წარადგინეს პრეზენტაციები მემკვიდრეობის, შრომითი და შშმ პირთა უფლებების სამართლებრივი საკითხების შესახებ, შეხვედრის ბოლოს კი - უპასუხეს მესტიის მოსახლეობის შეკითხვებს.

მადლობას ვუხდით @USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.