გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია გურიაში.
13 თებერვალს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მობილური საკონსულტაციო ცენტრის საშუალებით სოფლებს -ასკანასა და მთისპირს ესტუმრნენ.
ადვოკატმა იამზე მემარნიშვილმა მოსახლეობას მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, დაურიგა საინფორმაციო ბუკლეტები და ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს.
ადვოკატმა გიორგი ქარჩავამ კი სამართლებრივი რჩევებისთვის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში მიიღო სოფლის მცხოვრებლები სათითაოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით გაუწია მათ იურიდიული კონსულტაცია.
ადვოკატებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს ერთ-ერთ შშმ პირსაც და აღმოუჩინეს მას შესაბამისი დახმარება.
აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მხარდაჭერით.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice