2024 წლის 14 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს - ბჟოლიეთსა და ხევს ესტუმრნენ.
ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და ადვოკატი სალომე ბარამიძე სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ხოლო ადვოკატმა იამზე მემარნიშვილი მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია ბჟოლიეთისა და ხევის მკვიდრებს.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება მხოლოდ ოზურგეთში ჩასვლით შეუძლიათ, მობილური საკონსულტაციო ცენტრი კი უნიკალური საშუალებაა, რათა მუნიციპალური ცენტრიდან ტერიტორიულად დაშორებული სოფლების მოსახლეობამ მიიღოს მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია და საადვოკატო მომსახურება.
გურიაში იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო კამპანია კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მხარდაჭერით.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice #legalaidgeorgia #lasgeirgia