იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება.
მიმდინარე წლის, 1 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა.
სკოლის მოსწავლეებთან ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. პარალეგალებმა, მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსხურის სერვისებსა და ჩვენი აპლიკაციის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის