მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრა გახსნა ბათუმის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსმა - იამზე სანდარაძემ.
პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეება და პედაგოგებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა, ქალთა უფლებები და შშმ პირთა უფლებები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
ასევე, სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.