მიმდინარე წლის, 4 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა.
პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და ქალთა უფლებები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
ასევე, სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჩვენი სერვისები და მიმდინარე პროექტები.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.