29 თებერვალს, გურიაში დასრულდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია -მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - მამათსა და აკეთს ესტუმრნენ.
ბიუროს უფროსმა ცირა მდინარაძემ და ადვოკატმა სალომე ბარამიძემ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ და დაურიგეს როგორც საინფორმაციო ბროშურები, ასევე ჟურნალ "საზოგადოებრივი ადვოკატის" მეოთხე ნომერი.
ადვოკატმა იამზე მემარნიშვილმა ორივე სოფლის მცხოვრებლებს მობილურ საკონსულტაციო ცენტრში გაუცია ინდივიდუალური კონსულტაციები.
სამკვირიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო ესტუმრა გურიის 25 სოფელს, შეხვდა 500-ზე მეტ ადამიანს, მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია 100-ზე მეტ მოქალაქეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.
ვიდრე იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას დაეხმარება, გურიის მცხოვრებლებს შეუძლიათ მიმართონ ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს მისამართზე: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა, ახალ აშენებული საოფისე შენობა, ეკლესიის მიმდებარედ.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice #legalaid #las