ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

თელავის N1 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

8 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები თელავის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

მოსწავლეებს წარუდგინეს ვებგვერდი www.children.las.ge, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნა, ესაუბრეს მათ ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე და სხვა მნიშვნეელოვან თემებზე.

ასევე გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრის ბოლოს იურისტებმა უპასუხეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეკითხვებს.