იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, მესტიაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ტრადიციული სამართალი და თანამედროვე სამართლის სისტემა“
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ სვანეთში ოდითგანვე არსებობდა მედიატორული სასამართლო, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთშეთანხმება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიციები არ დაიკარგოს და უფრო მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს ამ ტრადიციების შესახებ.