თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო 2005 წლის ივლისიდან მოქმედებს. ბიურო, სადაც სამართლებრივი დახმარების ახალი სისტემის პილოტირება დაიწყო, “საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის” პროექტის ფარგლებში, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” დახმარებით ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია, თბილისის ბიუროს ბაზაზე იურიდიული კლინიკის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში პრაქტიკას სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან.
ბიუროს უფროსი: სულხან კომახიძე