ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

"იმიტირებული სასამართლო პროცესები"

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდა, მართლმსაჯულების ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, ადგილობრივი მოსახლეობის მომზადება რეალური სასამართლო პროცესებისათვის.

იმიტირებული პროცესები თავის მხრივ, საზოგადოებრივ ადვოკატებს აძლევს დამატებით გამოცდილებას  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცესებზე მონაწილეობისათვის საჭირო უნარების განვითარებისა და დახვეწისათვის.

იმიტირებულ პროცესებში ნაფიცი მსაჯულების სახით მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, ხოლო მოსამართლის, მხარეების, ადვოკატების, მოწმეების, პროკურორისა და პროცესის სხვა მონაწილეთა როლს ითავსებდნენ სამსახურის ადვოკატები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ჩაერთე პროექტში