პროექტ "პარალეგალის" მიზანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ვინაიდან, თითოეულ ოჯახზე, ინდივიდზე წვდომა საჭიროებს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს და ყოველდღიურ, ინტენსიურ აქტივობებს, ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი "პარალეგალი".
ვინ არის პარალეგალი ?
პარალეგალი არის პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება თუმცა, გააჩნია იურისტისთვის საჭირო გარკვეული ცოდნა და უნარები, რომ მოსახლეობას გაუწიოს პირველადი კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.
ვის შეუძლია გახდეს პარალეგალი?
ნებისმიერ მსურველს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც შეგიძლია იხილო ქვემოთ.