• 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

კლინიკის <br> პროგრამა

იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი და მოქმედი სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კურსი - იურიდიული კლინიკა, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, პრაქტიკოს ადვოკატებთან ერთად რეალურ საქმეებზე მუშაობის შედეგად გამოიმუშავონ, განივითარონ ადვოკატისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

სწავლების პროცესი მიმდინარეობს საკონტაქტო (პრაქტიკული  მუშაობა, კლინიკის ანგარიშის პრეზენტაცია) და დამოუ­კი­დებელი მუშაობის (დასკვნითი გამოცდისათვის კლინიკური სწავლების ან­გა­­რიშის მომზადება და სხვა)  ფორმატით.

იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების დამამთავრებელი და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

2021 წელს, COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებში სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად, იურიდიული დამხარების სამსახურმა სტუდენტებს შესთავაზა სტაჟირების ჰიბრიდული მოდელი. კლინიკის ფარგლებში მათ შეეძლოთ, როგორც დისტანციურად, ისე ჩვეულ ფორმატში მიეღოთ მონაწილეობა კლინიკის პროგრამაში.

 2022 წლიდან კლინიკის პროგრამა ჩვეული ფორმატით მიმდინარეობს და აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას. ჯამში კლინიკის პროგრამა 150-მდე სტუდენტს აქვს გავლილი.